|
2020-05-08 12:43:19, 2104 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ დაზღვევამ 2019 წელს ფერმერებს 2 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა
„თიბისი“ დაზღვევამ, აგროდაზღვევის ფარგლებში, 2019 წელს 228 ფერმერს ჯამში 2 მლნ ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა. აგროდაზღვევა ფერმერებს იმ მოულოდნელი ხარჯისგან იცავს, რომელიც შესაძლოა სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს. დაზღვეული რისკებია: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსნები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები და ვაზი. სახელმწიფო პროგრამით გათვალისიწინებული აგროდაზღვევის მიმართულება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება. ვაზის კულტურის შემთხვევაში დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს. სხვა კულტურებზე კი თანადაფინანსება 70%-ია. ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხის სახითაც შეუძლია. აგროდაზღვევის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც ამუშავებს მიწას და მოჰყავს მოსავალი. სავალდებულოა მიწა რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს, მარცვლეული კულტურების შემთხვევაში კი - 30 ჰექტარს. თუ მომხმარებელი აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის რომელიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. ამ შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი თავად გადაიხდის. აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის შიდა ქართლისა და კახეთის ფილიალებში.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)