|
2020-05-06 16:15:31, 1592 ნახვა
საზოგადოება
დღეს ციურიხიდან თბილისში ჰუმანიტარული ხასიათის ავიარეისით საქართველოს 37 მოქალაქე დაბრუნდება
დღეს ციურიხიდან თბილისში ჰუმანიტარული ხასიათის ავიარეისით საქართველოს 37 მოქალაქე დაბრუნდება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სპეციალურ რეისს შვეიცარიული ავიაკომპანია Swiss-ი შეასრულებს. „შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის ფედერალური დეპარტამენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის და შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილი ჰუმანიტარული ხასიათის ავიარეისი ციურიხი-თბილისი დღეს განხორციელდება შვეიცარიული ავიაკომპანია Swiss-ის მიერ. აღნიშნული რეისით საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოს 37 მოქალაქე, რომელთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები და არასრულწლოვნები. აღნიშნულმა პირებმა გამოხატეს საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი. როგორც ცნობილია, 2019 წლის ოქტომბერში შვეიცარიამ საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. გასულ წელსვე ქართული მხარის ინიციატივით, შვეიცარიის მოქალაქეებს მიენიჭათ საქართველოში ID ბარათებით მგზავრობის უფლება. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის მიგრაციის სამსახური დააფინანსებს შვეიცარიიდან ორგანიზებული ჩარტერული რეისებით ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეების პირველად საჭიროებებს: დაბინავებას და სამედიცინო მომსახურებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)