21:53 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 15:39:19, 1627 ნახვა

საზოგადოება
მდინარაძე - კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი არ აქვს და არც რაიმე დავალება მიუღია მმართველი პარტიისგან

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირის არ აქვს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყანდიაშვილი მმართველი პარტიის მხარდამჭერია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მისთვის არანაირი დავალება არ მიუცია.

„კოკა ყანდიაშვილს, როგორც ცნობილი ხდება ჩვენთვის და ვიცით, ჰქონდა „ესპერსონას“ სააგენტო და ოპერირებდა მედიასივრცეში და მათ შორის ფეისბუქსივრცეში. „ქართულ ოცნებასთან“ მას ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება, ან რაიმე დავალება მის მიმართ „ქართული ოცნებიდან“, ასეთი რამე არ ფიქსირდება და ვერც დაფიქსირდება. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია ეს ვერც „ფეისბუქმა“ მიუთითა, რადგან ასეთი კავშირი არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, Facebook-მა გუშინ, 5 მაისს, „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი „ესპერსონა“ და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics