|
2020-05-06 11:06:03, 1712 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი - საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ
„საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ბოლო წლებში სტაბილურად, მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებდა. „ბოლო წლებში საშუალო წლიური 5%-მდე ზრდა, არ არის პატარა მაჩვენებელი. აქედან, ბოლო 2-3 წელი გვქონდა 5%-ზე ზემოთ. გასულ წელს, ხშირად მესმოდა, რომ 5% არ არის საკმარისი და რომ ჩვენს ქვეყანას მეტი სჭირდება. ახლა, ამ კრიზისმაც გვაჩვენა, რომ ასეთი ზრდის მიღწევა იოლი არ არის და საკმაო დრო დაგვჭირდება. ბევრი ქვეყანა ინატრებს ამ ნიშნულზე ავიდეს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შედარებით მალე დავუბრუნდებით ზრდის იგივე ტემპს. ჩვენზე პროგნოზები საკმაოდ პოზიტიურია. ეს ერთიმხრივ, განპირობებულია იმით, რომ ბოლო წლების მაჩვენებლები საკმაოდ მყარი იყო და ქვეყანამ ეკონომიკური კუთხით არაერთხელ გამოიჩინა მდგრადობა. შეგახსენებთ, შარშან ზაფხულში გვქონდა გამოწვევა, როდესაც ფრენები შეწყდა, თუმცა საკმაოდ მალევე მოხდა აღდგენა და წელი დამთავრდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით. შესაბამისად, ამ ფაქტზე დაყრდნობით, ასევე იმის გათვალისწინებით როგორ გავიარეთ COVID-19-თან დაკავშირებული კრიზისული პერიოდი, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ეკონომიკური ზრდის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ 2021 წლისთვის - 3-4%-ის ფარგლებში. ვიმეორებ, ეს არის ერთი - რეპუტაციის საკითხი თუ როგორ ვითარდებოდი კრიზისამდე და მეორე - საკუთრივ კრიზისის პერიოდში რა ღონისძიებები გაატარე და რამდენად ეფექტური იყავი. ამ შემთხვევაში, ორივე მაჩვენებელი, ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)