|
2020-05-05 18:25:25, 1549 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - სააკაშვილის კლასტერი მიმართულია კონკრეტული პიროვნების და მისი სახელისუფლებო სტრუქტურის საქმიანობის დამცირებისკენ
როდესაც საუბრობენ საქართველოს მაგალითზე, როგორც ამ პრობლემის მართვის თვალსაზრისით, ასევე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული შემოწირულობის თვალსაზრისით, ეს არის ის რეალობა რაც არსებობს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ფრანგულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას, რომელშიც საქართველოს ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ მოყვანილია როგორც სამაგალითო, ხოლო მმართველი პარტიის დამფუძნებლის ქველმოქმედება მისაბაძი მთელი მსოფლიოსთვის. „ამ რეალობას ზოგი ხვდება სიხარულით, ზოგი - პრაგმატული თავშეკავებით და ანალიზით, ზოგი კიდევ - თავშეუკავებელი სიბრაზით. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს საზოგადოებისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, იცოდეს რას წერენ და რა შეფასებებს აძლევენ ჩვენს საქმიანობას საზღვარგარეთ. ამავე დროს რეალურ სიტუაციას უნდა გავუსწოროთ თვალი - მთელი ძალისხმევა სააკაშვილის კლასტერის მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე დაამცირონ, შეამცირონ როგორც კონკრეტული პიროვნების, ასევე მის მიერ ჩამოყალიბებული სახელისუფლო სტრუქტურების საქმიანობა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)