22:16 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 13:52:05, 1545 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - საგანგებო მდგომარეობა ერთი თვითაც რომ გაგრძელდეს, არჩევნები მაინც ახალი სისტემით ჩატარდება

საგანგებო მდგომარეობა ერთი თვითაც რომ გაგრძელდეს, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც მოხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ, საგანგებო მდგომარეობა 1 თვით გაგრძელდება, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ივლისის ბოლომდე მიიღებენ, თუ საგანგებოს გაგრძელების საჭიროება არ იქნება, პროექტის მიღება ივნისის ბოლოს დასრულდება.

„არავითარი საფრთხე არ შეექმნება, ახალი სისტემით 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას. დრო საკმარისია ყველაფრისთვის. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ვნახავთ, იქნება თუ არა საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. თუ არ გახდება საჭირო გახანგრძლივება, ამ შემთხვევაში, ივნისის ბოლომდე ესწრება ცვლილებების მიღება, თუ გახდა გაგრძელება საჭირო, ამ შემთხვევაში, ივლისში დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული. 8 მარტს,  ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 პრინციპით უნდა ჩატარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics