|
2020-05-05 13:45:00, 1581 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე- მზად ვართ, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას ხელს შეუწყობს
„მზად ვართ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ერთად, რომლებიც კვალიფიციურ დახმარებას გაგვიწევენ ამ ნაწილში, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარებას და არჩევნების ჩატარების გარანტიას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შეკითხვაზე - თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პანდემიის საფრთხე სრულად არ იქნება აღმოფხვრილი, ხომ არ იგეგმება არჩევნების ჩატარების ალტერნატიული ვარიანტი, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, მმართველი გუნდი ნებისმიერ მოდელზე მსჯელობისთვის არის მზად. „მზად ვართ, რომ გავხსნათ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს და მივიღოთ სპეციალისტების რჩევები. ასევე, მივაღებინოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით, ჩვენ ვაცხადებთ სრულ ღიაობას ამასთან დაკავშირებით. არანაირი პრობლემა აქ არ არის. მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და ამ მოკლე პერიოდში მოესწროს, მაგრამ, დანარჩენი, რაც შეეხება რეგულაციების და შეზღუდვების თანხლებით ჩატარდეს არჩევნები, ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდეს არჩევნები, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელზე სამსჯელოდ მზად ვართ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)