|
2020-05-04 13:37:08, 1292 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - თუ გვინდა მასობრივი შიმშილი ავირიდოთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნას შეზღუდვები
„თუ ჩვენ გვინდა მასობრივი შიმშილი ავირიდოთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნას შეზღუდვები“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. გიორგი ვაშაძემ წარადგინა ოთხ პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს, რადგან მასობრივი შიმშილი ავირიდოთ თავიდან. „პირველი ნაბიჯი, ეს არის საქართველოს შიდა ეკონომიკის გახსნა და ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების დაწესება. საჯაროდ უნდა დაწესდეს ეპიდუსაფრთხოების სტანდარტები ყველა სექტორისთვის და აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ეტაპი უნდა განხორციელდეს. მეორე ეტაპი, მინიმუმ 100 ათასი ტესტირება უნდა ჩავატაროთ ქვეყანაში იმიტომ, რომ საქართველოში ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნდობა იყოს. მესამე ნაბიჯი, არის ტურისტების წინასწარი ტესტირება, როცა ისინი ქვეყანაში შემოდიან. მეოთხე ნაბიჯი, ეს არის მასობრივი საინფორმაციო კამპანია ამ თვალსაზრისით. თუ ჩვენ გვინდა მასობრივი შიმშილი ავირიდოთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნას შეზღუდვები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)