|
2020-05-02 15:40:40, 2874 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერის მრჩეველი - სავალუტო ფონდის მხარდაჭერა ძალიან მაღალი დონის მაკროეკონომიკურ მენეჯმენტს ნიშნავს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მე-6 მიმოხილვა და დაამტკიცა ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღებს, ამ დახმარების პირველი ტრანში არის 200 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მომავალ კვირას გადმოირიცხება, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განაცხადა. ბექა ლილუაშვილის თქმით, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის გავრცელების შემდეგ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გაფართოებული ფინანსური მხარდაჭერა მიიღო და დამატებით მიიღებს. „ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი დონის მაკროეკონომიკური მენეჯმენტი და ეს მნიშნელოვანი სიგნალია ყველა საერთაშორისო განვითარების პარტნიორისთვის, რომ საქართველოში შესაძლებელია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზება. ისინი, როგორც ჩვენთვის აქამდეც იყო ცნობილი, უერთდებიან საერთაშორისო სავალუტო პროგრამის მიმდინარეობას და ჩვენთვის ხელმისაწვდომს ხდიან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს, როგორც საბიუჯეტო დახმარების, ასევე სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიმართულებით. ეს არის ის თანხები, რომლითაც ნაწილობრივ დაფინანსდება მიმდინარე ბიუჯეტის საჭიროებები, ხოლო მეორეს მხრივ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში იყო წარმოდგენილი. ეს საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს, იზრუნოს თითოეული მოქალაქის მიმდინარე საჭიროებებზე, მხარი დაუჭიროს მათ კრიზისის განმავლობაში და დაეხმაროს ეკონომიკას კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის პროცესში", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)