|
2020-05-01 10:09:53, 1470 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეები დღეს სპეცრეისით ავსტრიიდან დაბრუნდებიან
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ავსტრიაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს 1-ელ მაისს ჩარტერულ რეისს განახორციელებს. ვენა-თბილისის სპეცრეისით, საქართველოში ავსტრიაში მყოფი და ასევე ქ.ვენაში ტრანზიტულად მყოფი საქართველოს ასამდე მოქალაქე დაბრუნდება. მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ორსული ქალბატონი. Myway Airlines-ის კუთვნილი ბოინგი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16:30 საათზე გაფრინდება, საქართველოში კი 00:15 საათზე დაბრუნდება. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგ სპეციალურ რეისს, ავიაკომპანია თვითღირებულებით ასრულებს. საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმღვანელობს. ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, თვითმფრინავში, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით, ხომალდის ეკიპაჟი კი შემოსილი იქნება სპეციალური აღჭურვილობით. მგზავრებს თბილისის აეროპორტში ჩაუტარდათ, შემოწმება რის შემდეგაც, ყველა მგზავრი, გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)