|
2020-04-30 15:09:34, 1690 ნახვა
კომენტარი
ცერცვაძე - ენტონი ფაუჩიმ დადო საკმაოდ თამამი განცხადება, რომ რენდესივირი ეფექტურია კოვიდ19-ის დროს და შესაძლოა ეს იყოს გზა გადარჩენისკენ
ენტონი ფაუჩიმ დადო საკმაოდ თამამი განცხადება, რომ რენდესევირი ეფექტურია ამ დაავადების დროს და შესაძლოა ეს იყოს გზა გადარჩენისკენ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა არ ეთანხმება იმ აზრს რომ ეს პრეპარატი კორონავირუსი დამარცხების საშუალებაა, მაგრამ ჭარბობს აზრი, რომ ის ეფექტურია. „რენდესივირი, როგორც კი გაჩნდა ეს ეპიდემია და არ არსებობდა პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი, მაშინვე დაიწყეს 15 მედიკამენტის კვლევა, რომელი გაამართლებდა ამ კორონავირუსის წინააღმდეგ და რენდესივირი პირდაპირ მოიაზრებოდა ფავორიტად ამ ჯგუფში. ეს მედიკამენტი ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა, ებოლაზე არ იმოქმედა და თვლიდნენ, რომ იქნებოდა ეფექტური ამ კორონავირუსის დროს. ამ პრეპარატზე ამყარებდნენ დიდ იმედს. შემდეგ ეს იმედები არ გამართლდა, იყო კვლევის შედეგები, რომელმაც უჩვენა, რომ რენდესევირი არც ისე ეფექტურია, როგორც აქამდე ეგონათ. ახლა ისევ შეიცვალა სიტუაცია და იცით, რომ ენტონი ფაუჩიმ, რომელიც ჩვენი დიდი ხნის მეგობარია, დადო საკმაოდ თამამი განცხადება, რომ რენდესივირი ეფექტურია ამ დაავადების დროს და შესაძლოა ეს იყოს გზა გადარჩენისკენ. ახლაც ყველა არ ეთანხმება, მაგრამ ჭარბობს აზრი, რომ ის ეფექტურია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)