|
2020-04-30 14:21:03, 1438 ნახვა
საზოგადოება
სანოტარო ბიუროებთან წესრიგს აღსრულების პოლიცია დაიცავს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დროებით სანოტარო ბიუროებთან უსაფრთხოებასა და წესრიგს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიცია დაიცავს. აღსრულების პოლიცია ზედამხედველობას გაუწევს მოქალაქეთა მხრიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, უწყებათაშორისი საბჭოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებას, რომელთა მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვილი პოლიციელები გააკონტროლებენ მოქალაქეებს შორის დისტანციის დაცვას, აგრეთვე, მათი მხრიდან თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებას. ამავე დროს, აღსრულების პოლიცია მოქალაქეებს გააცნობს რიგში დგომისა და ნოტარიუსთან შესვლის წესებს, რომლებიც მომხმარებლებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის უნდა დაიცვან. პოლიციის ზედამხედველობა დროებითი სანოტარო ბიუროების მუშაობის დაწყებიდან სამუშაო დღის ბოლომდე გრძელდება. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დროებითი სანოტარო ბიუროები 1-ლი აპრილიდან ფუნქციონირებენ. სპეციალურად შერჩეულ სივრცეებში უსაფრთხოების ყველა ნორმაა დაცული. სივრცეები მუშავდება სადეზინფექციო სითხეებით, ნოტარიუსები და სერვისის მომხმარებლები აღჭურვილნი არიან კორონავირუსისაგან თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებებით, რიგის მართვის პროცესში აღსრულების პოლიციის ჩართვა კი, დროებით ბიუროებს კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის მოქალაქეებისათვის და მინიმუმამდე შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს. აღსრულების პოლიცია მომხმარებელთა მხრიდან სოციალურ დისტანციასა და მართლწესრიგის დაცვას მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 14 სანოტარო ბიუროსთან გააკონტროლებს. დღეის მდგომარეობით, სანოტარო ბიუროები საქართველოს მასშტაბით შემდეგ მისამართებზე ფუნქციონირებენ: 1. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №1 (სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ ცენტრალური შესასვლელი); 2. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2 (თბილისის იუსტიციის სახლის შენობის უკან მხარეს მდებარე ქორწინების სახლი); 3. თბილისი, უზნაძის ქ. №2 (ქორწინების სახლი); 4. თბილისი, წერეთლის გამზირი №8 (დანაშაულის პრევენციის ცენტრი); 5. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა №14 (გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი); 6. თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა №68 (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფისი); 7. გორი, დ. გურამიშვილის ქუჩა №5 (იუსტიციის სახლი); 8. რუსთავი, მეგობრობის გამზირი №29 (იუსტიციის სახლი – ქორწინების სახლი); 9. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №70; 10. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი №20 (სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ შენობა); 11. ზუგდიდი, თეატრის ქ. №2 (ზუგდიდის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლი); 12. თელავი, ერეკლე მეორეს ქუჩა №3 (იუსტიციის სახლი); 13. ოზურგეთი, პეტრიწის ქუჩა №9 (იუსტიციის სახლი); 14. ახალქალაქი, თავისუფლების ქუჩა №93 (იუსტიციის სახლი).
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)