21:22 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 20:02:06, 2305 ნახვა

პოლიტიკა
არახამია საქართველოს ხელისუფლების განცხადებებზე - ეს სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებაში ჩარევაა

საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად დანიშვნის შესახებ, უკრაინის სუვერენულ საქმიანობაში ჩარევაა - ამის შესახებ, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა.

“თუ ჩვენ დიპლომატიური პრობლემები გვექნება, მაშინ საქართველოს უფრო ძლიერი დიპლომატიური პრობლემები შეექმნება ვიდრე ჩვენ. ეს ხომ ამერიკა არ არის, რომელიც ამბობს, რომ  - დიპლომატიური პრობლემები გექნებათ, ეს საქართველოა, ამის შესახებ არ უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა დავით არახამიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თვითონაც ქართველია და შესანიშნავად ესმის თუ რა დამოკიდებულებას იწვევს მიხეილ სააკაშილი მოქმედ ხელისუფლებაში.

„ეს უბრალოდ ზეწოლის განხორციელების მცდელობაა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო გვაქვს და მსოფლიოში ვერცერთი ქვეყანა ვერ მიგვითითებს, თუ ვინ უნდა დავნიშნოთ ვიცე-პორემიერის პოსტზე“, - განაცხადა არახამიამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბევრი უკრაინელი ტურისტი სტუმრობს საქართველოს და არ იქნება ქვეყნისთვის მომგებიანი მათზე უარის თქმა.

„ზუსტად საქართველოსთვის იქნება წამგებიანი, უკრაინელი ტურისტების დაკარგვა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ვიღაც სადღაც არ დანიშნა“, - გნაცხადა არახამიამ.  





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics