03:43 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 14:47:38, 1902 ნახვა

საზოგადოება
თბილისთან მოსაზღვრე დასახლებების მცხოვრებლებს დედაქალაქის რაიონების გამგებლები ეხმარებიან

თბილისთან მოსაზღვრე და მასთან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირში მყოფი დასახლებების  (ლისი, წოდორეთი, მუხათწყარო, ნაფეტვრები, კიკეთი, მსხალდიდი, წყლულეთი, მუხათგვერდი, ბევრეთი) მცხოვრებლებს თბილისის ტერიტორიულად მომიჯნავე გამგეობის წარმომადგენლები ეხმარებიან.

საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი სოფლის რწმუნებულებთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან და მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტში არიან.

გამგეობების წარმომადგენლები ადგილობრივებს ეხმარებიან როგორც საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების ნივთებით მომარაგებაში, ისე დროებითი საშვების გაცემის თვალსაზრისით.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების პირობებში, თბილისს შემოერთებული სოფლების მოსახლეობის სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში გასვლას გარკვეული დროის განმავლობაში, შესაბამისი გამგეობები უზრუნველყოფენ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics