|
2020-04-23 14:00:26, 2127 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ვაშინგტონში, სავალუტო ფონდის ცენტრალური ოფისი შეშფოთებულია თუ რატომ არ დაიწყო მთავრობამ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა
„ვაშინგტონში, სავალუტო ფონდის ცენტრალური ოფისი შეშფოთებულია თუ რატომ არ დაიწყო მთავრობამ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, მათთვის გაუგებარია რატომ არ იწყება მასობრივ ტესტირება, რადგან შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამუშავების ერთადერთი გზა სწორედ მასობრივი ტესტირებაა. ვაშაძის თქმით ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან სისტემური და აქტიური მუშაობა, რათა მოზიდული იქნას მაქსიმალური ფინანსური რესურსები, რაც საჭიროა კრიზისის გადასალახად. „გუშინ ხანგრძლივი საუბარი მქონდა ვაშინგტონში, სავალუტო ფონდის ცენტრალურ ოფისთან.სამი საკითხი, რომელიც მათ შეშფოთებას იწვევს: 1. რატომ არ დაიწყო საქართველოს მთავრობამ, ამ დრომდე შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა; 2. რატომ იცრუა 500 მილიონთან დაკავშირებით, რადგან სავალუტო ფონდისგან წელს დამატებით მხოლოდ 280 მილიონის დახმარებაზეა საუბარი. ამსთან არ აქვთ ინფორმაცია, რამდენად რეალურია სამმილიარდიანი დახმარების საკითხიც; 3. რატომ არ იწყება მასობრივ ტესტირება, რადგან შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამუშავების ერთადერთი გზა არის მასობრივი ტესტირება, მათი მონაცემებით საქართველო ყოველდღიურად დაახლოებით 100 მილიონით ღარიბდება; საქართველოს საკითხის განხილვა სავალუტო ფონდში პირველ მაისს არის ჩანიშნული, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან სისტემური და აქტიური მუშაობა, რათა მოზიდულ იქნას მაქსიმალური ფინანსური რესურსები, რაც საჭიროა კრიზისის გადასალახად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)