|
2015-08-14 14:21:10, 419 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლას ბერლინერს შეხვდა. „როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ს მთავრობასა და საქართველოს შს სამინისტროს შორის თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს, საზღვრის მართვის, ნარკოტიკული დანაშაულისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განხორციელებული პროექტები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლას ბერლინერმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)