04:41 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 11:20:55, 1428 ნახვა

საზოგადოება
კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმები ფიზიკური პირებისთვის 2 ათას, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათას ლარამდე მცირდება

კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები მცირდება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

აღნიშნულის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დღეს, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები ფიზიკური პირებისთვის 2 ათას ლარამდე, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათას ლარამდე განისაზღვრება.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილება დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2020 წლის 2 მაისიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის თანახმად, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევის გამო ფიზიკური პირები 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15 ათასი ლარით ჯარიმდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics