21:10 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 14:57:43, 10881 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც სამს მძიმე პნევმონია აქვს

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით,  მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს.

მისი თქმით, ინფიცირებული პაციენტებიდან სამს მძიმე პნევმონია აქვს, თუმცა მართვით სუნთქვაზე არცერთი მათგანი არ არის.

„ამ წუთას კლინიკაში 59 პაციენტია, აქედან 39 არის დადასტურებული კოვიდინფექცია. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფლებელია, სამ პაციენტს აქვს შედარებით მძიმედ მიმდინარე პნევმონია, მაგრამ მართვითი სუნთქვა ჯერჯერობით არცერთს არ სჭირდება.

დღეს ანალიზს ვუღებთ 18 პაციენტს, გარდა ამისა საკარანტინო ზონიდან გადმოვიყვანთ ორ პაციენტს და მათაც ავუღებთ ანალიზს. ნაწილს კი, სწრაფ ტესტს ჩავუტარებთ თვითონ საკარანტინო ზონებში, დაახლოებით 100-მდე ტესტირება გაკეთდება“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics