23:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 10:38:21, 8290 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - ორი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მანვე განმარტა, რომ კლინიკაში დღეს კორონავირუსით დადასტურებული ახალი შემთხვევა არ დამატებიათ.

„ამ სამი დღის განმავლობაში მოემატა 25 პაციენტი და ამ ეტაპზე არის 408 დადასტურებული შემთხვევა. სამი დღის განმავლობაში 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევა დაგვემატა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობს მხოლოდ 313 პაციენტი.

ჩვენთან ახალი შემთხვევა არ წევს. ამ ეტაპზე 44 დადასტურებული პაციენტი გვიწევს. აქედან ორი არის პრობლემური  პაციენტი, რომელთა მდგომარეობა პრობლემურია, მაგრამ მაინც ჯერ პროგნოზირება შეუძლებელია და დაკვირვებას საჭიროებენ.

14 არის მძიმე პნევმონიით, მაგრამ მართვას ექვემდებარებიან და დაავადების პროგნოზირება არ მიდის“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics