04:42 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-20 18:53:28, 1631 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალი სამი-ოთხი კვირა რთული იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალი სამი-ოთხი კვირა რთული იქნება.

ამის შესახებ მან "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც გამრელიძემ აღნიშნა, შიდა გავრცელების დაწყებიდან შემდეგი 7-8 კვირა რთულია ხოლმე.

„ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული. ამიტომ ყველა უნდა მოვეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თქვენს ქცევებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსნებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 93 გამოჯანმრთელებული და 4 გარდაცვლილია. 

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4 782 პირი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 503 პაციენტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics