|
2015-08-14 10:03:53, 409 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ხელისუფლების ამოცანა არ არის რუსეთთან ომობანას თამაში
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანა არ არის რუსეთის ფედერაციასთან ომობანას და სახლობანას თამაში. ამის შესახებ ხიდაშელმა „იმედთან“ საუბარში განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ქვეყნის ხელისუფლების ამოცანაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები თავიანთ ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. "ჩვენს ლოიალურ მოქალაქეებს, საკუთარი ქვეყნის ბედით არიან შეწუხებულნი, მათ მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისე როგორც არასდროს ყველაფერს აკეთებს, რომ პრობლემები იყოს მინიმალიზირებული. თუმცა, დღევანდელი მსოფლიო არის იმის დასტური, რომ ამას ერთი სახელმწიფო, როგორი ძლიერი, როგორი ხმამაღალი და ამბიციური განცხადებების მკეთებელიც არ უნდა იყოს, ამას ვერ მოახერხებს. ჩვენი ამოცანა არის, რომ ვიყოთ ქმედითად და აქტიურნი, რომ შევაჩეროთ რუსული ოკუპაცია. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ამოცანა და არა სახლობანას და ომობანას თამაში, რითაც დაკავებული იყვნენ ის ადამიანები ვინც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)