|
2020-04-16 20:08:39, 1477 ნახვა
საზოგადოება
პანდემიით გამოწვეული გარემოებიდან გამომდინარე, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, ბენეფიციართა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სპეციალური ღონისძიებები ხორციელდება
„კრიზისული ცენტრები ძირითადად მომსახურებას ბენეფიციარებს დისტანციურ რეჟიმში აწვდიან, ხოლო რაც შეეხება თავშესაფრებს და თბილისის კრიზისულ ცენტრებს, ისინი ჩვეულ რეჟიმში უზრუნველყოფენ ბენეფიციართათვის 24-საათიანი მომსახურების მიწოდებას. ამასთან, აღნიშნული სიტუაციის (COVID-19) გათვალისწინებით ერთ თავშესაფარში მოწყობილია საიზოლაციო ზონა, რაც ითვალისწინებს ახალი ბენეფიციარისთვის თავშესაფრის სერვისის მიწოდების საჭიროებისას, მის განთავსებას საიზოლაციო თავშესაფარში და მხოლოდ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ გადაყვანას სხვა თავშესაფარში. ასევე, მოქმედებს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების 24-საათიანი (24/7) საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116 006, რომელზეც კონსულტაციის მიღება, ქართული ენის გარდა, შესაძლებელია ასევე 7 უცხოურ ენაზე (ინგლისური, რუსული, აზერბაიჯანული, თურქული, სომხური, არაბული და სპარსული)“, - განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგისმსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ. მისი თქმით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული გარემოებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგისმსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში თანამშრომელთა და ბენეფიციართა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სპეციალური ღონისძიებები ხორციელდება. სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა, რომელსაც ახორციელებს თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების ფარგლებში. რაც მიცავს იურიდიულ (საჭიროების შემთხვევაში, კანონიერი ინტერესების დაცვა) დახმარებას, ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას/მიღებას, ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას, თარჯიმნის ან/და სხვა მომსახურებით უზრუნველყოფას. სააგენტოს დაქვემდებარებაშია 5 თავშესაფრი და 5 კრიზისული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)