|
2020-04-16 14:58:40, 1915 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი - სუს-ი სისტემურად არის გამართული და ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს
იმის მიუხედავად, რომ 2019 წელს საქართველოს წინააღმდეგ იყო სერიოზული გამოწვევები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ყველაფერს უფრო მეტად ორგანიზებული, მაღალი კვალიფიკაციით და სწორი რეაგირების ფორმებით შეხვდა - ამის შესახებ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ. ირაკლი სესიაშვილის თქმით, მსოფლიოში, საფრთხეები, რისკები და შესაბამისი ჰიბრიდული ომის ელემენტები ტრანსფორმაციას განიცდის და ამიტომ, გამოწვევები მუდმივად იზრდება. ამ კონტექსტში, კომიტეტის თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისივე შეფასებით, გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის რთული იყო და მთავარ საფრთხედ ისევ რუსული ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება რჩება. „იმის მიუხედავად, რომ სერიოზული გამოწვევები იყო, მათ შორის, ჰიბრიდული ომის თვალსაზრისით საქართველოს წინააღმდეგ 2019 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფრო მეტად ორგანიზებული, მაღალი კვალიფიკაციით და სწორი რეაგირების ფორმებით შეხვდა ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვკითხულობთ კიდეც ანგარიშში. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ის, რომ საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დაცული ქვეყანა, მათ შორის, აღსანიშნავია ჩვენი პარტნიორული თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან, და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთკავშირი მომავალშიც გაგრძელდება",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისივე თქმით, ჩანს რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისტემურად არის გამართული კიბერუსაფრთხოების, კონტრდაზვერვითი და ანტიკორუფციული საქმიანობის მიმართულებითაც. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ჰიბრიდული ომის ელემენტების ტრანსფორმაციასთან ერთად, სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება. „ ანგარიშის მოსმენა მოხდება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და შემდგომ უკვე მისი საჯარო განხილვა მოხდება პლენარულ სხდომაზე. ისიც უნდა ითქვას, რომ იმას, რასაც ჩვენ ვკითხულობთ - ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო, ღია ანგარიში, მაშინ, როდესაც უწყების საქმიანობის უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია საიდუმლო ოპერატიულ საქმიანობასთან და ცხადია, ჩვენ შესაბამის ფორმატში გვექნება საშუალება, პარლამენტში, სიღრმისეულად გავეცნოთ ყველა იმ რეალურ საფრთხეს, გამოწვევას და ასევე გავეცნოთ, თუ რა კონტრ ღონისძიებებით უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა",- განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)