06:44 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 14:42:46, 1389 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი შალვა კეკელია - პასუხისმგებლობაზე თუ არის საუბარი, მარკეტები დაიხუროს, იქ ინფიცირებაზე ვინ აგებს პასუხს?

პასუხისმგებლობაზე თუ არის საუბარი, მარკეტები დაიხუროს, იქ ინფიცირებაზე ვინ აგებს პასუხს, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა.’

მისი თქმით, დისტანციის დაცვის შემთხვევაში ადამიანები დაზღვეულები არიან ამ სენისგან.  

„ჩვენ ყველანაირ დისტანციას ვიცავთ, რასაც გვეუბნება ჯანდაცვის სამინისტრო. ექიმები გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ 2 მეტრის რადიუსს დავიცავთ შიდა სივრცეში და ეზოში დაცული იქნება 1 მეტრი და თუ პირბადეები გვეკეთება ადამიანებს, დაცულები ვიქნებით. ამ სენისგან ადამიანი დაზღვეულია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვისზეა პასუხისმგებლობა, მაშინ მარკეტები უნდა დაიკეტოს. ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ მარკეტებში ადამიანები, რომ შედიან და საჭმელს იღებენ იქ რომ დაინფიცირება მოხდეს ვინ იღებს ამაზე პასუხიმგებლობას. გვეტყვიან, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას. მაშინ რას ნიშნავს, დავკეტოთ აფთიაქები, დავკეტოთ მაღაზიები და ადამიანები დავტოვოთ საკვების გარეშე? ამიტომ, პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია. ყველას ვეუბნები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირების დაცვა“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics