|
2020-04-16 11:07:24, 1265 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილმა მრავალშვილიან დევნილ ოჯახებს დახმარება გადასცა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან დევნილ ოჯახებს სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა. იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარების მიზნით, დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტში 100 000 ლარამდე გამოიყო. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს, საქართველოს მასშტაბით, 1050 დევნილი ოჯახი მიიღებს. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმ დევნილ ოჯახებს ვეხმარებით, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. დღეს, ჩვენ საკვები პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები მრავალშვილიან დევნილ ოჯახებს გადავეცით, რომელთა სოციალური ქულაც 30 000-ს არ აღემატება. თხოვნით მივმართავ იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა ერთად შევძლოთ ვირუსის დამარცხება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. ამ ეტაპზე, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, დახმარებას მრავალშვილიანი ოჯახები მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები იღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა. დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი სურსათი და ჰიგიენური საშუალებები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, რიგდება.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)