|
2020-04-16 09:27:21, 1253 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩის ნაწილს დეზინფექცია ჩაუტარდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, ამჯერად, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩის ნაწილზე ჩატარდა. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ. სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. ადგილზე ასევე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი ლევან ჯღარკავა იმყოფებოდნენ. თბილისის მერის განცხადებით, ქუჩების დეზინფექცია ვირუსის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. „რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ვერ დაამარცხებს კორონავირუსს, თუმცა იმ ღონისძიებებთან ერთად, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, მსგავსი სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტურია. ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 70-მდე ქუჩას დავამუშავებთ. ეს ის ქუჩებია, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება. ხორციელდება, როგორც საავტომობილო გზების დამუშავება, ასევე ტროტუარების, ველობილიკების, მეტროს ჩასასვლელ-ამოსასვლელების მორეცხვა. მიუხედავად იმისა, რომ მეტრო არ მუშაობს, ამ კონკრეტული ადგილების სადეზინფექციო სამუშაოებს მაქსიმალურად ვახორციელებთ, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაშიც, აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა პეკინის, ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსის, მოსკოვისა და ჭავჭავაძის გამზირებს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოირეცხა „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორია, კოსტავას, მელიქიშვილის, ქავთარაძის, კანდელაკის, გლდანის რაიონსა და დიდ დიღომში მდებარე ქუჩები. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)