06:44 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 21:25:56, 1580 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი - 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება

„საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა დავრჩეთ სახლში, არ დავარღვიოთ კანონი.

„Covid-19 არის გლობალური გამოწვევა და უმძიმესი კრიზისი მთელი მსოფლიოსთვის.  აქამდე ჩვენ მოვახერხეთ ვირუსის გავრცელების  შენელება. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ექიმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების, პოლიციელების, მებაჟეების, მესაზღვრეების და ყველა იმ ადამიანის ერთობლივი დამსახურება, ვინც ამ უხილავ მტერთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. მოგეხსენებათ, უკვე საქართველოშიც მატულობს შიდა გავრცელების შემთხვევები, მნიშვნელოვნად ფართოვდება კლასტერები და უფრო და უფრო მეტად იზრდება შესაძლო შემთხვევათა რაოდენობა. ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს, მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი და სულ უფრო მკაცრდება შეზღუდვები. დღეს, თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია პირველ რიგში ერთმანეთის წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა დავიცვათ კანონი და ის შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის არის დაწესებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics