|
2020-04-15 21:43:57, 1938 ნახვა
საზოგადოება
ჯაღმაიძე - სააღდგომო მსახურებისას, მრევლი ტაძარში კომენდატის საათის დაწყებამდე მივა, ხოლო ტაძარს დილის 6 საათზე დატოვებს
გადავწყვიტეთ, რომ სააღდგომო მსახურებისას მრევლი ტაძარში კომენდატის საათის დაწყებამდე მივიდეს, ხოლო ტაძარი დილის 6 საათზე დატოვოს, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, რათა მრევლმა სრულყოფილად შეძლოს სააღდგომო მსახურებაში მონაწილეობის მიღება. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს კომენდატის საათის დაწყებამდე ტაძარში, 21 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვონ დილის 6 საათზე. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, რომ მრევლს შეეძლება სრულყოფილათ მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომლებიც ჯანდაცვის სფეროდან გვაქვს ჩვენ. ეს შეეხება ასაკობრივ ჯგუფს, ყველა იმ რისკ ჯგუფს, იქნება ეს დაავადების მქონე ადამიანი ან ბავშვები ეკლესია აძლევს რეკომენდაციას როგორც მითითებული არის ჯანდაცვის სფეროსა და დაავადებათა კონტროლის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებში, ზედმიწევნით გაითვალისწინონ. აუცილებლად გასათვალისწინებელია მათთვის, ვისაც სახლში ჰყავს ასეთ რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანი, უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს დაავადებაა, რომლის შესახებაც ყველაფერი ცნობილი არ არის, წარმოადგენს საშიშროებას, შესაძლოა მათთვის არა, მაგრამ მათი ახლობლებისთვის. ამიტომ, უნდა გამოვიჩინოთ ყველამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სხვებისთვისაც და ჩვენი ახლობლების წინაშე. იმედი გვაქვს, როგორც მრევლის მხრიდან წინა რეკომენდაციების გათვალისწინება ხდებოდა, ასევე იქნება ტაძრებში დაცული დისტანცია. დიდ ტაძრებში საუბარი არის ორ მეტრიანი დისტანციის დაცვაზე. პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანცია უნდა ჰქონდეს დაცული. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც წირვა და მრევლს, რომელსაც გაუჭირდება ღამის საათებში დიდი ხნის განმავლობაში, ტაძარში ყოფნა, მიეცემა საშუალება, რომ დილის წირვასაც დაესწროს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)