|
2020-04-14 19:38:26, 1741 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით პარლამენტის სხდომა, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება
ჩვენ ჯერ დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით, თუ ეს მიმართვა პარლამენტში შემოვიდა 21 აპრილს, არ გამოვრიცხავ, რომ სხდომა 22 აპრილსაც ჩატარდეს, მაგრამ უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ეს იყოს 21 აპრილი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა, ბუნებრივია, მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. „დღეს ჩვენ გვაქვს ეტაპი, როდესაც შევდივართ კრიზისულ პერიოდში და ეს პერიოდი უნდა გადავაგოროთ ისეთივე წარმატებით, როგორც ეს წინა კრიზისულ პერიოდებში მოახერხა ხელისუფლებამ, მოახერხეს ექიმებმა და რაც ყველაზე მთავარია, მოახერხა საზოგადოებამ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ახლა საზოგადოება სახელმწიფოს და სახელმწიფო საზოგადოებას მაქსიმალურად გვერდით უნდა დაუდგეს იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ, რაც შეიძლება მინიმალური რისკით გავიაროთ ეს პერიოდი. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ჩვენ ეს რისკები შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დავიყვანეთ და მაქსიმალურად შევაკავოთ ვირუსის გავრცელება, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)