18:57 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 16:47:40, 428 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ბრიტანელ ექსპერტებს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სტრატრეგიული კომუნიკაციის საკითხებში ბრიტანელ ექსპერტს დევიდ უოთსონს შეხვდა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და საკითხის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ამ კუთხით, აღინიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის მნიშვნელობა. მხარეებმა ახლადდაარსებული სტრუქტურული ერთეულის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრეს.

დავით ბაქრაძემ და დევიდ უოთსონმა ბრიტანელ ექსპერტებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზეც იმსჯელეს. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით ბრიტანული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-ს რეზოლუცია „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მოითხოვს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია 5 მილიონი ლარი დაჯდება
სტრასბურგმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის განხილვა დაიწყო
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics