|
2020-04-09 15:01:10, 1374 ნახვა
კომენტარი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ მივაღწიეთ პანდემიის მწვერვალს და ახლა იწყება დეესკალაცია
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებების თანდათან შემსუბუქება მალე დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას CNN ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ასევე მოითხოვა, რომ საგანგეო მდგომარეობის პერიოდი 26 აპრილამდე გახანგრძლივდეს. „ჩვენ მივაღწიეთ პანდემიის მწვერვალს და ახლა იწყება დეესკალაცია”, - ამის შესახებ სანჩესმა ესპანეთის პარლამენტში დღეს განაცხადა. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება „თანდათანობით“ მოხდება. შეგახსენებთ, რომ ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 148 220-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდნეობა 14 792-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ დღემდე გამოჯანმრთელდა 48 021 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)