|
2020-04-08 20:48:11, 1221 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - გიორგი ჭიღვარიას მერობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა და რასაკვირველია, ჩვენი საქმიანობის ინტენსივობა არ მოიკლებს ქუთაისში
„გიორგი ჭიღვარია ჩვენი გუნდის წევრია. ბევრი რამე გაკეთდა მისი მერობის პერიოდში და რასაკვირველია, ჩვენი საქმიანობის ინტენსივობა არ მოიკლებს ქუთაისში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიერ თანამდებობის დატოვებას. მისივე თქმით, გიორგი ჭიღვარიას მიმართ პრეტენზია არ არსებობს, მაგრამ თუ ცვლილება ხდება, ეს უნდა მოხდეს უკეთესობისაკენ. „არსებობს ადამიანური ფაქტორი და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბატონ ჭიღვარიას აქვს თავისი შეხედულებები, მისწრაფებები, გეგმები, მიზნები და სადაც კომფორტულად იგრძნობს თავს, იქ გადაწყვიტა წასვლა. როგორც თვითონ აცხადებს, იგი აკადემიურ საქმიანობას მიუბრუნდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დღეს თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)