|
2020-04-08 20:26:51, 1191 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ თანამშრომლებს ნობათები გადაეცა
დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე თანამშრომლებს სადაზღვევო კომპანია „არდის“ მიერ შეგროვებული ნობათები გადასცა. არამალფუჭებადი პროდუქტისგან შემდგარი 100 პაკეტი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, მუნიციპალური მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და ხელოვნების სკოლების იმ თანამშრომლებზე გაიცა, რომლებიც ვირუსის გავრცელების რისკჯგუფში იმყოფებიან. „დღეს ჩვენ 100-მდე მისამართზე ვიმყოფებოდით. კომპანიამ „არდი“ შეძლო, არამალფუჭებადი პროდუქტის მოწოდება ჩვენი ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით რისკჯგუფებში იმყოფებიან. ესენი არიან ხანდაზმულები და მარტოხელები. პროდუქტი, დაახლოებით, ერთ თვეზეა გათვლილი. რასაკვირველია, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გვერდში დავუდგებით ჩვენს თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებიც ათეული წლებია, კულტურის სფეროს ემსახურებიან“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. ღონისძიებაში თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, „არდის“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)