|
2020-04-08 15:20:52, 1136 ნახვა
კომენტარი
ჩიქოვანი საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გაგრძელებაზე - ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას, რაც გვექნება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით
ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას, რა რეალობაც გვექნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში და ასევე, იმ რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი მედიკოსებისა და ეპიდემილოგებისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გაგრძელებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა იმოქმედებს იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც იქნება ქვეყანაში. „საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობა პროფესიონალების, მედიკოსების და ეპიდემიოლოგების დასკვნებს და ასევე იმ გათვლებს და მოლოდინებს, რომელიც შესაძლებელია გვქონდეს ჩვენი რეალობის გათვალისწინებით. ყველა გადაწყვეტილება იქნება შესაბამისად მიღებული. ჩვენ ვიმოქმედებთ აპრილის შუა რიცხვებში და აპრილის ბოლოს ზუსტად იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც იქნება ჩვენს ქვეყანაში. ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას, რა რეალობაც გვექნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში და ასევე იმ რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი მედიკოსებისა და ეპიდემილოგებისგან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)