|
2020-04-08 12:38:34, 1298 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე: ჰოსპიტალური სექტორი უნდა იყოს მზად, რადგან ჩვენ და ჩვენს ახლობლებს შესაძლოა დაგვჭირდეს კლინიკაში დაავადებასთან შებრძოლება
ჰოსპიტალური სექტორი უნდა იყოს მზად, როცა ჩვენ და ჩვენს ახლობლებს შესაძლოა დაგვჭირდეს კლინიკაში დაავადებასთან შებრძოლება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხის მოსაგვარებლად მიმდინარეობს რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი. „უკვე მე-5დღეა, რაც პრემიერის დავალებით,რეგიონებში მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი. უკვე შემოწმდა ფოთი, ქუთაისი, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები. მოწმდება ინფრასტრუქტურა, აღჭურვა,ხელოვნური სუნთქვის აპარატები,ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგები, ფასდება მედპერსონალსათვის ჩატარებული ტრენინგების ხარისხი. კლინიკების უმრავლესობა მზადყოფნაშია. გაცემულია ადგილზე რეკომენდაციები, იდენტიფიცირებულია ხარვეზები და მიცემულია დრო მის გამოსასწორებლად. ის კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ სათანადო მომზადებას, გაეთიშებიან ამ პროცესში მონაწილეობას. რეგიონებში შემოწმება გაგრძელდება ბოლო კლინიკამდე. შესაბამისი დასკვნები კი წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)