|
2020-04-07 17:23:17, 1525 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი - კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში
„კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდის განმავლობაში“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმპორტიორებსა და ფქვილის მწარმოებლებს შესთავაზეს რეჟიმი, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მიიღონ კონპენსაცია იმისთვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ. „ჩვენ მოვისმინეთ, რომ ძალიან ბევრი საუბარი იყო პურის ფასის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით, მე არაერთი განცხადება მქონდა გაკეთებული ამასთან დაკავშირებით, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს. საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს, საგანგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და აქ მე შეიძლება ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს, რადგან ამას გაძვირების წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს. მიუხედვაად იმისა, რომ ჩვენ დავინახეთ ხორბლის ფასის მცირე მერყეობა და გარკვეული ზრდა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებითი მოვლენა და სახელმწიფოს თავისი საკონპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული. რეალურად, ჩვენ იმპორტიორებსა და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მიიღონ კონპენსაცია იმისთვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ. კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომაროების მოქმედების პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)