|
2020-04-07 09:33:12, 1320 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძის პოზიცია პრემირებასთან დაკავშირებით: ვერ გავიზიარებ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან ან წახალისებასთან დაკავშირებით
თორნიკე რიჟვაძის პოზიციას აფიქსირებს პრემირებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ „ვერ გავიზიარებ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან ან წახალისებასთან დაკავშირებით“. მისი თქმით, მისასალმებელია თუ ვინმემ შეიგნო და მოახდინა აღნიშნული თანხის დაბრუნება ბიუჯეტის სასარგებლოდ. „მაშინ როცა მთელი მსოფლიო ებრძვის ინფექციას და მაშინ როცა ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, ყოველდღიურად მძიმდება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, აბსოლიტურად ვერ გავიზიარებ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან ან წახალისებასთან დაკავშირებით. მისასალმებელია თუ ვინმემ შეიგნო და მოახდინა აღნიშნული თანხის დაბრუნება ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამ მძიმე მდგომარეობაში დაუშვებელია წახალისების და პრემირების შემთხვევები, მიუხედავად იმისა იქნება ეს არჩეული თუ დანიშვნითი თანამდებობის პირები" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხის ეთერში. თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა ხულოს მერიის თანამშრომლებზე დანამატების გაცემასთან დაკავშირებით. როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს რამდენიმე რიგით თანამშრომელზე გაიცა დანამატი, რომლის გაცემაც 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა. თუმცა დანამატის სახით გაცემული თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)