|
2020-04-07 09:29:18, 1199 ნახვა
საზოგადოება
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი მოირეცხა. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. თბილისის მერმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ აღნიშნული პროექტის განხორციელება რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. მთელი ქალაქის მასშტაბით, ანალოგიური ხსნარებით, დაახლოებით, 50 ძირითადი ქუჩა დამუშავდება. რა თქმა უნდა, კორონავირუსს მხოლოდ ეს ვერ დაამარცხებს, თუმცა ვფიქრობ, მსგავსი პროექტის განხორციელება გარკვეული პრევენციული ღონისძიების სახით, მნიშვნელოვანია. ქუჩების დეზინფექციას თანმიმდევრულად, ყოველდღიურ რეჟიმში მივყვებით. გაწეული საქმიანობისთვის შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვუხდი“, - განაცხადა კახა კალაძემ. გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, შემდეგ „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას, ასევე, ქავთარაძის ქუჩას და ყაზბეგის გამზირს, გლდანის რაიონში არსებულ რამდენიმე ქუჩას და წერეთლის გამზირს ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს. გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)