|
2020-04-07 09:23:41, 1283 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: მიკროავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, ისევე, როგორც სხვა პროექტები, შეჩერდება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი დროებით შეჩერდება, მათ შორის, გადაიდება მიკროავტობუსების შესყიდვის პროცესი. „რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მოგვიწევს. სამწუხაროდ, მოგვიწევს ბევრ პროექტზე ვთქვათ უარი, იმ გარემოებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში ხდება. არაერთი მნიშნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო დაანონსებული, დროებით შეჩერდება, რადგან პრიორიტეტები დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეცვლილია. შესაბამისად, მიკროავტობუსების ტენდერი, რომელიც 13 მარტს გამოცხადდა, შეჩერებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)