|
2020-04-06 20:46:11, 2280 ნახვა
მსოფლიო
„Lean on me”-ს შემსრულებელი ბილ ვიტერსი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბილ ვიტერსი, 1970-იანი წლების სოულის მომღერალი, რომელსაც ისეთი ისეთი ცნობილი ჰიტები აქვს შესრულებული, როგორიცაა „Lean on me” და „Aint no sunshine”, გულის შეტევით, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ „Associated Press”-ს მისმა ოჯახმა განუცხადა. განცხადებაში, ოჯახის წევრები ბილი მარტოხელა ადამიანად მოიხსენიეს, რომელსაც სამყაროსთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. „ის გულახდილად ესაუბრებოდა ხალხს და მათ ერთმანეთთან აკავშირებდა“, - განაცხადეს ბილის ნთესავებმა. ბილი, თავისი მკვეთრი ბარიტონითა და განსაკუთრებული შესრულების მანერით გამოირჩეოდა და მან 70-იანების რამდენიმე ჰიტი შექმნა, მათ შორის „Just the two of us“, „Lovely day“ და „Use me“. იმის მიუხედავად, რომ ბილმა მოღვაწეობა 1985 წელს შეწყვიტა, მისი სიმღერები დიდ გავლენას ახდენდა RNB-სა და HIP-HOP -ზე. მისი სიმღერ „Grandma’s hunts ” იყო მაგალითი Black street-ისთვის, როდესაც თავის ჰიტს „No diggity”-ს ქმნიდა. ასევე ემინემმა გადაასხვაფერა „Just the two of us” თავისი ჰიტისთვის „Bonnie and Clyde”, რომელიც 1997 წელს შექმნა. „Lean on me” კორონავირუსთან ასოცირდება, რადგან უამრავი ადამიანი სხვადსხვა ვიდეოს პოსტავდა ამ სიმღერით, ჯანდაცვის სფეროს მუშაკების მხარდასაჭერად. „ჩვენ განადგურებულები ვართ, მოსიყვარულე მამის დაქმრის დაკარგვით. სავისი პოეზიით ის გულახდილად ესაუბრებოდა ხალხს და ერთმანეთთან აკავშირებდა“ მისი მუსიკა სამუდამოდ დარჩება მსოფლიოს და ვიმედოვნებთ, რომ ამ მძიმე დროში, მის უამრავ თაყვანისმცემელს კომფორტისა და კარგი განწყობის შექმნაში დაეხმარება“, - განაცხადა ბილის ოჯახმა. ბილ ვიტერსი 1938 წელს დაიბადა, მთელს ოჯახში ის ყველაზე პატარა იყო და 6 და-ძმა ჰყავდა. მამა, რომ გარდაიცვალა ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო და დედამ და ბებიამ გაზარდა. მუსიკალურ სამყაროში გვიან, 29 წლის ასაკში მოხვდა, მანამდე კი 9 წალი ფლოტში მსახურობდა. გიტარაზე დაკვრა თვითონ ისწავლა, როდესაც „ბოენინგის“ კომპანიაში, უნიტაზის დასაჯდომებს ამზადებდა. აქედან გამომუშავებული ფულით კი გაკვეთილებს იფინანსებდა ლოს ანჯელესში. „მე მივხვდიმ რომ არ არის აუცილებელი ვირტუოზი იყო იმისთვის, რომ მთლიანად გადმოსცე სათქმელი“, - განუცხადა მან „როლიგ სტოუნს“ - ის ჟურნალისტს 2015 წელს. მან პირველი ალბომი 1970 წელს ჩაწერა, ამ ალბომში იყო მისი პირველი ჰიტი „Aint no sunshine”, რომელმაც შემდეგ წელს გრემი მოიგო.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)