|
2020-04-06 17:02:24, 1305 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილისა და დიდი დიღმის სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრებ ოჯახებს ნობათები გადაეცა
ვარკეთილსა და დიდ დიღომში მდებარე სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრებ 64 ოჯახს ნობათები გადაეცა. ვარკეთილის სოციალურ საცხოვრისში თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად იმყოფებოდა. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. „სოციალურ საცხოვრისებში დღეს 64 ოჯახზე გათვლილი არამალფუჭებადი პროდუქტი მოვიტანეთ, რომელიც დაახლოებით, ერთი თვის მარაგია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია Ai Group-ს, რომელიც გვერდში გვიდგას და მათი დახმარებით, სხვადასხვა სოციალურ საცხოვრისში არამალფუჭებად პროდუქტებს ვარიგებთ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. გასულ კვირას კომპანია Ai Group-მა ნობათი ორხევის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს გადასცა. მოქალაქეთა დასახმარებლად დედაქალაქის მერიის მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში შეგროვებული ნობათი არამალფუჭებად პროდუქტსა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პირველად საგნებს მოიცავს. თბილისის მერია სოციალური საცხოვრისებისთვის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)