21:08 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 13:32:42, 4269 ნახვა

ომი უკრაინაში
ტიკარაძე - საჩხერის საავადმყოფოში პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის დეფიციტი არ აღინიშნება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჩხერის საავადმყოფოში არ აღინიშნება პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის დეფიციტი.

მისი თქმით, შემთხვევა, რომლის გამოც საჩხერის საავადმყოფო კარანტინში აღმოჩნდა, საავადმყოფოს დირექტორისა და მედპერსონალის მაღალ თვითშეგნებასა და პასუხიმგებლობაზე მიუთითებს.

„თქვენ იცით, რომ საჩხერის საავადმყოფო ისევე როგორც საჩხერის სასტუმრო, პირველივე დღეიდან არიან ჩართულები კორონავირუსის ინფექციის მართვაში. ის გამოყენებული იყო საწყისად როგორც საკარანტინე ზონად და შემდეგ უკვე ჩაერთო კოვიდის მართვაში სტაციონარიც. საჩხერის საავადმყოფოში არ აღინიშნება დეფიციტი პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს, როგორც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, ასევე მედპერსონალის მაღალკვალიფიციურ და მაღალ შეგნებასთან, რის გამოც მათ სამინისტროსა და დაავდებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან მიწოდებული გაიდლაინის მყისიერად გამოყენება გადაწყვიტეს, რაც აღმოჩნდა იმ შედეგის მომცემი, რომ ჩვენ პირველივე ტალღასა და ეტაპზე მოვახდინეთ ექიმის ინფიცირების დიაგნოსტირება, რამაც ჩვენ თავიდან აგვაცილე ამ ვირუსის გავრცელება მედპერსონალსა და მოსახლეობაში. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო როგორც საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალს, ასევე მის ხელმძღვანელს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics