|
2020-04-06 13:21:19, 1337 ნახვა
კომენტარი
იმნაძე - მედ პერსონალის დაავადება კვლავ მოხდება, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია
პაატა იმნაძის განცხადებით, მედ პერსონალი, რომელიც დაავადების მუდმივ საფრთხეში იმყოფება და გადაღლილია, მათი დაინფიცირება სრულად გასაგებია. მისი თქმით, ნებისმიერი პატარა შეცდომა თუნდაც პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებაში ოდნავ დარღვევაც კი შეიძლება გახდეს ინფიცირების წყარო. „ბოლო 24 საათში იყო 18 შემთხვევა, ისინი უკვე ცნობილ კლასტერს მიეკუთვნებიან და შეიძლება გადაიკვეთოს ორი კლასტერი ერთმანეთთან. ახალ შემთხვევებში გვაქვს ორი საყურადღებო შემთხვევა რომელთა კვლევაც ამჟამად მიმდინარეობს. რაც შეეხება მედ პერსონალის დაინფიცირებას გასაგებია, რომ მედ პერსონალი არის რისკის ქვეშ, მათ შორის არიან დამხმარე სამედიცინო პერსონალი ასევე ექიმიც და ექთანიც. ეს კიდევ მოხდება, რადგან ძალიან ძნელია ყველა იმ წესის თანმიმდევრული დაცვა, როდესაც გადაღლილია პეროსნალი მუშაობით და შეიძლება პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებაში ოდნავი დარღვევაც კი შეიძლება გახდეს ინფიცირების წყარო, რისი თვიდან აცლიებაც შეუძლებელია. მინდა ასევე დავაზუსტო, ამ შემთხვევაში ექიმი არ არის სამედიცინო პერსონალის დასნევოვნების ფაქტორი, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი საოჯახო კლასტერი, რომელიც ძალიან ხშირია ჩვენ ქვეყანაში. დაავადებულების უმრავლესობა არიან ერთი ოჯახის წევრები. აქედან გაომომდინარე ეს შემთხვევაც არის, როგორც ოჯახური კონტაქტი და არა პროფესიული კონტაქტის დროს დასნევოვნებული ადამიანი და ეს მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ის მორიგეობის დროს ვერ იქნებოდა დაინფიცირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა ვისთანაც იყო კონტაქტში მოძიებულია და დამყარებულია მეთვალყურეობა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)