|
2020-04-03 14:17:30, 1869 ნახვა
საზოგადოება
„სმარტი“ წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს
„სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში საქართველოს წითელი ჯვრისა და ქალაქ თბილისის მერიის ხანდაზმულთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სპეციალური კუთხეები მოეწყო, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ მათთვის შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საჭიროებების წინასწარ შემუშავებული სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში. აღნიშნული კამპანია „სმარტში“ გუშინ დაიწყო და მასში მონაწილეობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღეს. შეგახსენებთ, რომ „ვისოლ ჯგუფი“ მარტის შუა რიცხვებიდან შეუერთდა თბილისის მერიის კიდევ ერთ ინიციატივას და სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით ამარაგებს. „ვისოლ ჯგუფი“ ასევე მოუწოდებს სხვა ბიზნეს კომპანიებს ჩაერთონ ინიციატივაში და გაიზიაროინ სოციალური პასუხისმგებლობა. #ჩაერთე ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც საქართელოს კერძო სექტორს მერიასთან ერთად საერთო სოციალური პასუხისმგებობის მიზნის გარშემო აერთიანებს. #ჩაერთე დევიზით სოციალური რგოლი თბილისის მასშტაბით „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი სარეკლამო კომპანია „ალმას“ ყველა გარე მონიტორზე და „ვისოლ ჯგუფის“ სოციალურ მედია გვერდებზე ზიარდება და მოუწოდებს კომპანიებს ერთად დავძლიოთ COVID-19-ით გამოწეული კრიზისი. „როგორც ვიცით, COVID-19 ვურუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი ხანდაზული ადამიანები არიან. მათ შორის კი განსაკუთრებულად უჭირთ მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილების და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. შესაბამისად, ჩვენს ძალისხმევასთან ერთად ფართო საზოგადოებასაც ვაძლევთ საშუალებას ჩაერთონ ქველმოქმედებაში და დაეხმარონ ხანდაზმულ ადამიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ასე ვეცდებით მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ მათ კრიზისული პერიოდის გადატანა“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)