19:15 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 13:15:46, 2427 ნახვა

პოლიტიკა
ცქიტიშვილი - ბიზნესისთვის შემუშავდება საგარანტიო მექანიზმი, რათა ახალი სესხების აღებისას, მთავრობის მხარდაჭერით ისარგებლონ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბიზნესისთვის შემუშავდება კონკრეტული პროგრამები, რომელიც მათ  მისცემს საშუალებას, ახალი სესხების აღებისას, მთავრობის მხარდაჭერით ისარგებლონ.

მისი თქმით, მთლიანობაში, საგარანტიო მექანიზმი არის ორიენტირებული დაახლოებით 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორთფელის გადაზღვევისთვის.

„ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, შესაბამისად ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, კონკურენტუნარიანი პოზიციის დაბრუნება და ამ მიმართულებით, ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის სხვადასხვა სექტორებთან და დარგებთან, რათა კონკრეტულად მათზე ორიენტირებული, მიზნობრივი და ძალიან აქცენტირებული მექანიზმები შევთავაზოთ.

ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი არის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა. ეს არის ის პროდუქტი, რომელზეც ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთანაც და ეროვნულ ბანკთან, რათა იყოს შემუშავებული ისეთი კონკრეტული პაკეტები, რომელიც სხვადასხვა სექტორების გამოწვევებს პასუხობს. საგარანტიო მექანიზმი მთლიანობაში არის ორიენტირებული დაახლოებით ასევე 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორთფელის გადაზღვევისთვის. შესაბამისად, სხვადასხვა ინსტრუმენტებით სხვადასხვა დარგებისთვის და სხვადასხვა სექტორისთვის იქნება შემუშავებული სხვადასხვა კონკრეტული პროგრამები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას ახალი სესხების აღების შემთხვევაში ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით, რათა ბანკებიც და ბიზნესიც იყვნენ გარანტირებული იმაში, რომ კომპანიები შეძლებენ თავისი სესხების მომსახურეობას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics