12:49 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 18:10:39, 1508 ნახვა

საზოგადოება
#თიბისიშენთვის - დაეხმარე შენთვის საყვარელ ქართულ ბიზნესს

#თიბისიშენთვის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას ქმნის.

„თიბისის“ და ვენდუს ერთობლივი ინიციატივით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დონაციაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ ქართულ კომპანიას. ამისათვის, პლატფორმა tbc4u.vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებლები გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, მათთვის საყვარელი კომპანიისგან ვაუჩერს მიიღებენ, რომელსაც ბიზნესების საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთანავე გაანაღდებენ.

დონაციით შესაძლებელია მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის გადარიცხვა.  პროექტში ჩართვა  ნებისმიერ ქართულ კომპანიას შეუძლია. პლატფორმას უკვე შემოურთდნენ:  „სფილოუ";  ჰოსტელი -  „შავი პომიდორი";  ღვინის კომპანია -  „ჟუჟუნა";  ბარი - „მეობა"; კაფე -  „თონე";  „ჩიკატაი";  სამაგიდო თამაშების კლუბი -  „წიბახა"  და სხვა.

„თიბისი შენთვის" პროგრამის ფარგლებში, ყველა ადამიანს ვთავაზობთ, მხარი დაუჭიროს მისთვის საყვარელ ქართულ კომპანიას. ჩვენ ყველანი ვდგავართ გლობალური გამოწვევის წინაშე და ამ სიტუაციაში ბიზნესის დახმარება ჩვენი ეკონომიკის მხარდაჭერას ნიშნავს.  გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ წამოწყებაში, რომ ერთმანეთის თანადგომით ქართულ ბიზნესებს გავუწიოთ დახმარება" , - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„Vendoo აცნობიერებს, რამდენად დიდი გამოწვევის წინაშე  აღმოჩნდნენ ის კომპანიები, რომლებსაც არსებული სიტუაციის გამო დროებით მოუწიათ მუშაობის შეჩერება. გვინდოდა,  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული ბიზნესებისთვის მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა. სწორედ ამას ემსახურება პლატფორმის შექმნა. იმედი გვაქვს, ბევრი მსურველი გაერთიანდება საყვარელი კომპანიების დასახმარებლად და ამ გამოწვევის გადალახვას ერთობლივად შევძლებთ", - იმედა იმედაშვილი, ვენდუს მარკეტინგის დირექტორი.

#თიბისიშენთვის  მომხმარებლეს უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics