15:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 15:17:02, 4043 ნახვა

ომი უკრაინაში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კახეთში მოწყობილი ორი საკარანტინო სივრცე, 62-მა მოქალაქემ დატოვა

კახეთის მხარეში მდებარე სასტუმრო „პარკ ჰოტელსა" და „შატო მერეში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცეები კიდევ 62-მა ადამიანმა დატოვა.

მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს  ჯანმრთელები დაუბრუნდენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკარანტინო ზონიდან გამოსული მოქალაქეთა ტრანსპორტირება უზრუნველყო.

„კიდევ 62-მა ადამიანმა გაიარა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მათ ვაცილებთ სახლებში, სრულებით ჯანმრთელებს. თითოეულ მათგანს, ვისაც ესაჭიროება სატრანსპორტო საშუალება, ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას. ამ ეტაპზე ჩვენ ვთანამშრომლობთ 82 სასტუმროსთან", - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.  

ამ ეტაპზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ  ორგანიზებული საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია მოწყობილი,  სადაც 5400-ზე მეტი ადამიანია განთავსებული. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეები 1400 - ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics