17:39 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 13:23:03, 1027 ნახვა

კომენტარი
თურნავა - ყველა ბიზნესს მივმართავ, რომ ცხოვრება რეკომენდაციების დაცვით უნდა ვისწავლოთ

„ბიზნსესს მივმართავ, რომ ცხოვრება ამ წესების დაცვით უნდა ვისწავლოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს რთული იქნება, მაგრამ მიმართულია იმისკენ, რომ ბიზნესებმა შემდგომში შეძლონ მუშაობის გაგრძელება.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით კორონავირუსთან  ბრძოლის პრეკრიზისულ პერიოდში და აქედან გამომდინარე გამკაცრდა ჩვენი მიდგომები. რადგან დავრწმუნდეთ, რომ ვმართავთ ამ პრობლემას და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან.

31 მარტიდან ამოქმედდა ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმი, ეს გავრცელდა ეკონომიკურ საქმიანობას და ბიზნესზეც. ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ყველანი გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ვითარებას, რადგან მიმართულია ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების დაცვისკენ, რომელიც ამ ბიზნესებში არიან დასაქმებულნი.

აქცენტს ვაკეთებთ გაიდლაინების და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზე, ყველა ბიზნსესს მივმართავ, რომ ცხოვრება ამ წესების დაცვით უნდა ვისწავლოთ. არის ძალისხმევასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს იქნება ბიზნესების შემდგომი მუშაობის წინაპირობა“, - განაცხადა ნათიაა თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics