12:47 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 09:44:09, 1276 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია - ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი საზრუნავები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მოხდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფ ფუნქციონირებაში გაშვება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისების და მომსახურების იმ სტანდარტში, რომელსაც მიიღებს საქართველოს მოქალაქე,  საქართველოს ნებისმიერ  კუთხეში და მოქალაქეები ცხინვალის რეგიონიდან და ენგურის მეორე მხრიდან.

„დღეის მონაცემებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი. ჩვენ რაღაც ციფრებს უბრალოდ, ასე პირდაპირ არ ვაფიშირებთ. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, იქ საკმაოდ დიდი სიფრთხილეა საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაა მკაფიო და პირდაპირი - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი საზრუნავები არიან. შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად მოხდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფ ფუნქციონირებაში გაშვება, რომლის პროცესი დღესაც არ არის დასრულებული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას უახლოეს დღეებში დაასრულებს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, ესენი საქართველოს მოქალაქეები არიან. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისების და მომსახურების იმ სტანდარტში, რომელსაც მიიღებს საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ საქართველოს კუთხეში და მოქალაქეები როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ისე ენგურის მეორე მხრიდან. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics