12:50 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 16:57:43, 1194 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, სისხლის პროდუქტების მარაგის პოტენციური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დონაციების რაოდენობის შემცირება გახდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ COVID-19 მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სისხლის მარაგებზე ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა დონორების მიმართვიანობის შემცირება, COVID-19-ის შემთხვევები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სისხლის ბანკებში შემცირებული პერსონალი, მობილური აქციების შეზღუდვა და სხვა ბარიერები, რაც ნეგატიურად აისახება გადაუდებელი მდგომარეობების, არაელექტიური ოპერაციების და იმ ქრონიკული დაავადებების მართვაზე, რომლებიც მოითხოვენ რეგულარულ ტრანსფუზიულ თერაპიას.

„ქვეყანაში არსებობს გარკვეული მარაგი, თუმცა ამ პროცესთან ერთად დონორთა რაოდენობა შემცირდა და რეალურად ის ყოველთვიური მარაგი, რომელიც შედიოდა სისხლის ბანკებში ნელ-ნელა იკლებს და შეიძლება დავდგეთ სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგროვდეს ეს მარაგები, რასაც დღევანდელი აქცია ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, როგორიც არის რიგის, სოციალური დისტანციის დაცვა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რესპირატორული პრობლემების შემთხვევაში არ მიმართოს დონორმა სისხლის ბანკს, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც ზოგადად ეხება ახალი კორონავირუსის გავცელების შემაკავებელ ღონისძიებებს, ძალიან მნშვნელოვანია რომ ეს მარაგი შეიქმნას ქვეყანაში. არ დაიკლოს სისხლის მარაგმა და არ დავდგეთ დეფიციტის წინაშე“, - აღნიშნა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ.

ჯანდაცვის სამინისტრო სხვა საჯარო დაწესებულებებს მსგავსი აქციების ჩატარების თხოვნით მიმართავს. ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, გაიღოთ სისხლი და გადაარჩინოთ თანამოქალაქეების სიცოცხლე.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics